ფეხბურთი

3:00 | 27.11.2024 | ნანახია 758 - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "თითებით, მინდა, საკუთარი თავი დავიზიანო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ფეიენოორდთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა.

„სიტი“ 3:0-ს იგებდა 75-ე წუთამდე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ გაიმარჯვა. პეპ გვარდიოლამ საკუთარ თავს ფიზიკური ზიანიც მიაყენა, რაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა და მატჩის შემდეგ აღნიშნა:

„არ არის საჭირო ფეხბურთელებისთვის რაღაცის თქმა, მათ ისედაც მშვენივრად იციან ყველაფერი. დიახ, პრობლემები გვაქვს. სამი ცვლილება? თამაში არასდროს მთავრდება, მაგრამ 3:0-ზე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავდი.

რა მომივიდა თავზე? თითებით, ფრჩხილებით, მინდა, საკუთარ თავს ზიანი მივაყენო“, - თქვა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩი ვერ მოიგო - 1 ფრე, 5 წაგება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 27.11.2024
a.c milan (114)

moigebs enfildze

11:07 | 27.11.2024
Kobe Bean (21683)

ამას სულ გაურეკია)))სიტის ბოლოდროს ისეთი შედეგები აქვს,გვარდიოლას გარდა სხვა რომ იყოს მწვრთნელი უეჭველი გაუშვებდნენ.ეს კი მართლა ხელშეუხებელია.ვნახოთ აბა როგორ დააღწევს კრიზისს თავს,მომდევნო თამაში ენფილდზე ელოდება და დიდია შანსი კიდევ წააგოს)))

07:37 | 27.11.2024
ბენტლი (18)

მაზოხისტი ანუ თვითმგვემი

0.130362