ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ბრისტოლ სიტის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი 53-ე წუთზე რაიან ენდრიუსმა გაიტანა, ხოლო ჩაკვეტაძემ აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ტრადიციულად ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„უოტფორდი“ 17 ტურში მოპოვებული 29 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ნოემბერს, ქპრ-ს უმასპინძლებს.