ფეხბურთი

22:59 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" ვიკარიო დიდი ხნით გამოაკლდა

ლონდონის „ტოტენჰემს“ გულიელმო ვიკარიო გამოაკლდა. იტალიელს ტერფის მოტეხილობა აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია გაუკეთეს.

28 წლის მეკარე სავარაუდოდ, 3-4 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, შესაბამისად, ლონდონურ კლუბს ძირითადი მეკარის გარეშე ყოფნა დიდი ხანი მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ვიკარიომ „მანჩესტერ სიტისთან“ 60 წუთის განმავლობაში მოტეხილობით ითამაშა.

გულიელმო ვიკარიომ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა.

0.116985