ფეხბურთი

13:42 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: „ლამინ იამალი „ბრესტთან“ სათამაშოდ მზადაა“

„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის მზადყოფნაზე ფრანგულ „ბრესტთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინს და ასევე ისაუბრა გარემარბ ლამინ იამალზე, რომელმაც გუნდის წინა თამაში ტრავმის გამო გამოტოვა.

„ეს არის ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია სენსაციების მოხდენა. ახლა ეს გუნდი სატურნირო ცხრილში „ბარსელონაზე“ მაღლა დგას, ამიტომ ეს თამაში ადვილი არ იქნება.

ფავორიტებად მიგვიჩნევენ და ეს უნდა დავამტკიცოთ. მეტოქის რამდენიმე მატჩი გავაანალიზეთ. მათი მთავარი კოზირი არის სტანდარტულები, ამიტომ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ბურთის კონტროლზე, რათა „ბრესტის“ მოთამაშეებმა არ გამოიყენონ ეს იარაღი ჩვენს წინააღმდეგ.

ჩვენ გვყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ყოველდღე სწავლობს. ვხედავთ, რომ მოთამაშეები პროგრესირებენ. ვენდობით მათ და ვხედავთ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია.

ისიც მინდა ვთქვა, რომ ლამინ იამალი სათამაშოდ მზად იქნება. ის დაგვეხმარება, რადგან ის გახდა ძრავი, რომელსაც შეუძლია თამაშის კონტროლი და მისთვის სიმკვეთრის მიცემა“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

„ბარსელონა“ – „ბრესტის“ მატჩი დღეს, 26 ნოემბერს გაიმართება ბარსელონაში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.128897