კალათბურთი

11:22 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "ორლანდომ" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ბითაძე კვლავ ძირითად ხუთეულში იყო (+VIDEO)

NBA-ში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო „ორლანდო მეჯიქმა“. გოგა ბითაძის გუნდმა „შარლოტ ჰორნეტსს“ 11-ქულიანი სხვაობით 95:84 აჯობა.

ქართველმა კალათბურთელმა თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მან პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. გოგამ 6-დან 3 სროლა გამოიყენა და სამივე ორქულიანი იყო.

მატჩში საუკეთესო „ჰორნეტსის“ ამერიკელი კალათბურთელი ლამელო ბოლი იყო, რომელმაც საკუთარი გუნდის ქულების ნახევარზე მეტი ჩაგდო. მან 44 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. ქართველის გუნდიდან კი ფრანც ვაგნარი 21 ქულით გამოირჩა.

„ორლანდოს“ 12 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. ბითაძე და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრაში 28 ნოემბერს, „ჩიკაგო ბულსს“ შეხვდება.

0.118309