ავსტრიაში, Linz Open-ის ტურნირი წყვილთა თანრიგში აშშ-ის სახელით მოასპარეზე ქართველი ანა ტატიშვილისა და მისი მეწყვილე რუმინელი რალუკა ოლარუს გამარჯვებით დასრულდა.
ტატიშვილ-ოლარუს წყვილმა ფინალში გერმანელი ანიკა ბეკისა და ფრანგი კაროლინ გარსიას დუეტი დაამარცხა (6:2, 6:1). მატჩი 53 წუთს გრძელდებოდა.
ქართულ-რუმინულმა წყვილმა მეოთხედფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ბარბარა ზაჰლავოვა-სტრიკოვასა და ლუსი ჰრადეცკას ჩეხური წყვილი დაამარცხა (6:3, 4:6, 10:6), ხოლო ნახევარფინალში ტურნირის მე-4 ნომრად განთესილ დაბროვსკი-როსოლკას დუეტს მოუგეს (4:6, 7:6, 10:6).
Linz Open-ის საპრიზო ფონდი 220000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ანამ კარიერაში პირველი WTA-ის ტურნირი მოიგო. აქამდე ტატიშვილს მხოლოდ ITF-ის ტურნირები ჰქოდნა მოგებული. ერთეულთა თანრიგში 11 ტურნირი, ხოლო წყვილთა თანრიგში - 7.
ავსტრიული ტურნირი კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელს აქვს ორჯერ მოგებული. ლეილა მესხი წყვილთა თანრიგში რუს ევგენია მანიუკოვასთან ერთად 1993 და 1994 წლებში გახდა Linz Open-ის გამარჯვებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემთვის ესენი თანამედროვეობის პელე და მარადონა არიან, მართლა შეცვალეს საფეხბურთო ისტორია და ძალიან მაგარია რომ მოვესწარი. იმდენად მაგარი სპორტია ფეხბურთი რომ უკეთეს და უკეთეს საჩუქრებს გვიმზადებს გულშემატკივრებს, ზიდანის კარიერის ბოლოსკენ ვფიქრობდი ვიღა მოვიდოდა ისეთი რომ აღფრთოვანებაში მოვეყვანე, მაგრამ ისეთები ვნახე, რომ მადლობა ფეხბურთო )))
ბევრი იწვალე მაგრამ მაინც ჩაგხადა იმ ჩათლახმა)))ნუ ეტენები დუქანში,მაგარი მზეზე კიდიხარ)))
ეს ორნი არიან ქოცები და ნაცები
და მიდის მაგათ სექტებს შორის დაკადაკა