ფეხბურთი

0:50 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია გოგლიჩიძეზე: "გადაულახავი კედელი, რომელიც გმირად გადაიქცა"

„ემპოლი“ სერია A-ს მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1), საბა გოგლიჩიძემ კი, ძალიან კარგად ითამაშა.

ქართველმა მცველმა იტალიური მედიისგან დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა:

Eurosport 6 ქულა: „ეს ბიჭი სასიამოვნო აღმოჩენაა. ვარდნებში ყოველთვის ძალიან ზუსტია“.

Pianetaempoli 7 ქულა: „დიდი ინტენსივობით იბრძვის, ფიზიკურად მასზე ძლიერი მეტოქეებს უპირატესობას არ აძლევს. თავგანწირვაც არ აკლია“.

Firenzetoday 6.5 ქულა: „სასიამოვნო სიურპრიზიდან სოლიდური და უსაფრთხო მცველი ხდება. ხშირად შეტევებსაც იწყებს და ამას კარგად აკეთებს“.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „გადაულახავი კედელი, რომელიც გმირად გადაიქცა, როდესაც ტოვინის დარტყმის შემდეგ თითქმის გატანილი გოლისგან იხსნა გუნდი და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. დაცვითი სიტუაციების დიდებული წაკითხვის გარდა, ტაქტიკური ინტელექტითაც გამოირჩევა, რაც მას საშუალებას აძლევდა „უდინეზეს’ შემტევების მოძრაობები სისტემატურად წაეკითხა“.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. „ემპოლი“ სერია A-ში 16 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ნოემბერს, „მილანს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.13006