იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.
ქართველმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. საბას ისევ კარგი თამაში ჰქონდა.
ტოსკანელებმა პირველი ტაიმი პიეტრო პელეგრის გოლით მოიგეს, თუმცა, მატჩის მიწურულს ქენან დევისმა აღადგინა წონასწორობა და შემდეგ არაფერი შეცვლილა.
გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლი“ სერია A-ში 16 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ნოემბერს, „მილანს“ სტუმრად დაუპირისპირდება.