ფეხბურთი

22:16 | 25.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

"ალ-ნასრმა" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუს დუბლით მოიგო (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ-გარაფას“ შეხვდა, რომელიც 3:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი, დუბლი შეასრულა.

პორტუგალიელმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე კი, სხვაობა სამამდე გაზარდა. შუალედში საუდელებმა მეორეც გაიტანეს.

რონალდუმ კარიერაში 912-ე და 913-ე გოლები გაიტანა, ასევე, მე-200 გუნდს გაუტანა...

„ალ-ნასრი“ დასავლეთის ზონაში 13 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ალ-აჰლის“ ჩამორჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:25 | 23.05.2018
Shevche (15054)

ლობჟანიძეს რომ ამჯერად გოლი არ გაუტანია, ეგ დაწერეს და სხირტლაძემ რომ გოლიც გაიტანა და ასისტიც გააკეთა, ეგ დაიკიდეს ))

01:44 | 23.05.2018
O. Mertskhali (8101)

პლეიოფის მეორე თამაში გამოგრჩათ?! - სხირტლაძემ, გოლი გაიტანა + საგოლე გადაცემა გააკეთა!

0.073084