ფეხბურთი

11:26 | 25.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

რუდ ვან ნისტელროიმ შესაძლოა გერმანული კლუბი ჩაიბაროს

ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, რუდ ვან ნისტელროიმ, შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგა II- ში მოასპარეზე „ჰამბურგი“ ჩაიბაროს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს. მისი თქმით გერმანულ კლუბსა და ნისტელროის შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და მხარეები მოლაპარაკებების რეჟიმში არიან.

Sky Sport- ის ჟურნალისტის ცნობით, „ჰამბურგმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფენ ბაუმგარტი არასათანადო შედეგების გამო უკვე დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი საფეხბურთო კარიერის დროს „ჰამბურგის“ ღირსებას 2010-2011 წლების სეზონში იცავდა, მან გერმანული კლუბის მაისურით 36 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067512