სხვა

10:37 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს მიმართა:“ლაჩარი ყოველთვის მონახავს გზას უკან დაიხიოს“

მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის გამოწვევას დათანხმდა, რუსმა UfC-ს მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) მერაბ დვალიშვილს მიმართა.

„ლაჩარი ყოველთვის იპოვის გზას რათა უკან დაიხიოს. ქართული ანდაზა“- ეს სიტყვები დაწერა უმარმა მის საკუთარ გვერდზე, რასაც მალევე ქართველი „მანქანა“ გამოეხმაურა.

„ეს არის მიზეზი იმისა, რომ უმარს და მის მწვრთნელს დიდი ხანია პატივს აღარ ვცემ. ისინი ბინძურ თამაშს თამაშობენ და სოციალურ ქსელში სისულელეებს წერენ, რითაც ჩემი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ. როცა პირადად შეგხვდები, ვნახოთ რა მოხდება“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UfC-ის ზემსუბუქი წონის ჩემპიონია და მისი პირველი სატიტულო ბრძოლა შესაძლოა პიოტრ იანთან რემატჩი იყოს.

0.116656