ფეხბურთი

9:46 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმი:“იმაზე მეტი ვისაუბრე ვიდრე 4 წლის მანძილზე სპორტინგში“

რუბენ ამორიმის სადებიუტო მატჩი პრემიერლიგაში არც თუ ისე კარგი გამოვიდა, მის მიერ გაწვრთნილი მანჩესტერ „იუნაიტედი“ სტუმრად "იფსვიჩს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა.ჩემი ფეხბურთელები დრო და დრო ძალიან ბევრს ფიქრობდნენ და პირველ ნახევარში ეტყობოდათ, რომ შეშინებულები იყვნენ,.როდესაც დაცვაში ბურთი გვქონდა შემტევებმა არ იცოდნენ თუ სად უნდა ყოფილიყვნენ. ბოლო კვირაში იმაზე მეტი ინტერვიუები და შეხვედრები მქონდა პრესასთან ვიდრე 4 წლის მანძილზე სპორტინგში მუშაობისას. მირჩევნია მეტი დრო ჩემს ფეხბურთელებთან გავატარო და ნაკლები ვისაუბრო.“-განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ „იუნაიტედი“ 12 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

0.113664