ფეხბურთი

2:00 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "შეცვლა სწორი იყო, მოედნიდან განერვიულებული გავიდა"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-13 ტურში „რომა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

Calciomercato 5.5 ქულა: „სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ თავით ძალიან ცუდად დაარტყა ახლო მანძილიდან. არ დანებდა და მომენტების შექმნას ცდილობდა”.

Tuttomercatoweb 5 ქულა: „შეეძლო თამაში გამორჩეულად დაეწო, საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ კარიდან ორ ნაბიჯში მყოფმა ვერ გაიტანა. ცდილობდა შეცდომის გამოსწორებას, ბევრი ინიციატივა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მოედანი განერვიულებულმა დატოვა“.

Mediaset 6 ქულა: „მატჩის დაწყებიდან ერთ წუთში მაგარი შანსი ჰქონდა, რომელიც წარმოუდგენელია, რომ ვერ გამოიტენა. საგოლე კომბინაციაში ის მთავარი გმირი იყო, როცა თამაში დი ლორენცოზე პასით შეცვალა. თუმცა, მისი მატჩი ერთ საათს გაგრძელდა, ვერ მოახერხა სივრცეებში ზუსტი ყოფილიყო და მატჩის გადამწყვეტი ფაქტორი ვერ გახდა“.

Calcionapoli1926 6 ქულა: „პირველ ტაიმში ყველა მეთოდით ცდილობდა რაღაცის შექმნა, ზოგჯერ გამოსდიოდა, ზოგჯერ - არა. პირველივე წუთებზე შეეძლო „ნაპოლის“ დაწინაურება. მეორე ტაიმში ჩაიკარგა და ტექნიკური შეცდომები დაუშვა, რის გამოც კონტემ შეცვალა“.

Tuttonapoli 6 ქულა: „მატჩი დაიწყო და თავით რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. რამდენიმე შეცდომის გამო სწორი იყო მისი შეცვლა“.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერობს სერია A-ს, შემდეგ მოდიან „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“, რომლებსაც 28-28 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116469