ფეხბურთი

1:00 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ დაასახელა მიზეზი, რატომ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე
"არ მინდოდა გარისკვა, კვარა ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რომასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა, თუ რატომ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე.

როგორც მან თქვა, კვარა ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა და რისკზე წასვლა არ სურდა, ამიტომაც შეცვალა.

„კვარაცხელიამ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს პერიოდში, რაც „ნაპოლიში“ ვარ. ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა, მოგვიწია მისი სიტუაციის მართვა. თავისი საქმე გააკეთა, მეორე ტაიმში გოლიც გავიტანეთ, მე კი, ვცდილობ, ყოველთვის გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდოდა გარისკვა, ნერეში კარგად ვარჯიშობდა, კვარას პირველი ტაიმითაც კმაყოფილი ვარ, გოლის გატანაც შეეძლო. ერთად მუშაობასა და გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა კონტემ.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერობს სერია A-ს, შემდეგ მოდიან „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“, რომლებსაც 28-28 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.119035