ფეხბურთი

0:07 | 25.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ამორიმის მანჩესტერული კარიერა იდეალურად ვერ დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „იფსვიჩს“ ვერ მოუგო, შესაბამისად, რუბენ ამორიმის სტარტი არც ისე კარგი გამოვიდა.

„წითელი ეშმაკები“ მეორე წუთზე დაწინაურდნენ მარკუს რაშფორდის გოლით, მაგრამ ტაიმის მიწურულს გაუშვეს და ფრე - 1:1. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ეს ქულა „იფსვიჩისთვის“ ბევრს ნიშნავს, „მანჩესტერზე“ იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

რუბენ ამორიმს ბევრი სამუშაო აქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისიდან გამოიყვანოს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:57 | 26.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

სიბერემ იცის,თუ ვეღარ ეწევა ვერავის ვეღარც წააქცევს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063229