ფეხბურთი

20:44 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტისთან" უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონი“ 3:2 დაამარცხა და „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა კიდე უფრო გაზარდა.

მერსისაიდელები 30-ე წუთზე დაწინაურდნენ დომინიკ შობოშლაის გოლით, მაგრამ მერე ანგარიშში ჩამორჩნენ, რადგან ჯერ ადამ არმსტრონგმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მათეუშ ფერნანდეშმა „საუთჰემპტონი“ წინ გაიყვანა.

მიუხედავად ამისა, არნე სლოტის გუნდი არ გატყდა და თამაში სათავისოდ შეატრიალა. მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ამრიგად, „ლივერპული“ 31 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას და „მანჩესტერ სიტის“ უკვე 8 ქულით უსწრებს, რომელსაც მომდევნო ტურში სტუმრად დაუპირისპირდება. „წითლებს“ „არსენალთან“ და „ჩელსისთანაც“ სოლიდური უპირატესობა აქვთ, რომლებსაც 9 ქულით უსწრებს.

„საუთჰემპტონი“ – „ლივერპული“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 შობოშლაი (30), 1:1 არმსტრონგი (42), 2:1 ფერნანდეში (56), 2:2 სალაჰი 65), 2:3 სალაჰი (83, პენ)

0.120402