ფეხბურთი

19:17 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ბოლო ორ ტურში მხოლოდ 1 ქულით უკმაყოფილო ვარ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ბოლო ორ ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულით.

„ცუდად ვითამაშეთ, არა მხოლოდ თამაშის ბოლო 10 წუთი, არამედ, ზოგადად მთელი მატჩი. ეს შეიძლება მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ წინსვლა გავაგრძელოთ, ეს მხოლოდ ერთი თამაშია. ბოლო ორ ტურში 6 შესაძლო ქულიდან მხოლოდ ერთი ავიღეთ, რითაც რბილად რომ ვთქვა, უკმაყოფილო ვარ. დარწმუნებული ვარ, უკეთ თამაში შეგვიძლია. ბევრი შეცდომა დავუშვით, თავდაჯერება გვაკლდა ბურთის ფლობისას, რაც გასაკვირია. უფრო აგრესიულები და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „სელტას“ 82-ე წუთამდე 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო.

0.116655