ფეხბურთი

17:00 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "ოქროს ბურთის გამოკითხვაში პატარა ქვეყნის ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხდა, რომ ოქროს ბურთის მოგებას ვინისიუსი იმსახურებდა.

პერესი დარწმუნებულია, რომ ხმის მიცემის სისტემა უნდა შეიცვალოს და ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელ ჟურნალისტს ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„როდრი შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენი სიყვარული მას, მაგრამ ოქროს ბურთს „რეალის“ ფეხბურთელი იმსახურებდა - ვინისიუსი, თუ არადა, კარვახალი ან ბელინგემი. როდრი ოქროს ბურთს იმსახურებდა მაშინ, როცა „სიტიმ“ ტრებლი მოიგო, ამას ამბობს Tuttosport-იც, რომლის აზრით, ეს უბრალოდ კომპენსაცია იყო. „ეკიპის“ მკითხველებიც მიიჩნევენ, რომ ვინისიუსს უნდა მოეგო.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები ისეთი ქვეყნებიდან, სადაც 1 მილიონი ადამიანიც არ ცხოვრობს. ხმა მისცეს ჟურნალისტებმა, რომლებსაც არავინ იცნობს. ისეთი ქვეყნების ხმების გარეშე, როგორებიც უგანდა, ნამიბია, ალბანეთი და ფინეთია, ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებდა.

ამიტომ, ხმის მიცემის სისტემა უნდა შეიცვალოს. ჟურნალისტმა, რომელიც ხმას აძლევს, უნდა იცოდეს, რომ მისი ხმის დაფიქსირებით თავის რეპუტაციას საფრთხის ქვეშ აყენებს. ახლა კი, არ ვიცით, ვინ მისცა ეს ხმები, ვინ არიან ეს ჟურნალისტები ან როგორი ქვეყნებიდან არიან, დაჯილდოების ცერემონიას ამიტომაც არ დავესწარით“, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ როდრიმ გამოკითხვაში მცირე უპირატესობით აჯობა ვინისიუსს და კარიერაში პირველად მოიგო ოქროს ბურთი.

0.117342