ფეხბურთი

15:53 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "გოლის გასატანად მეტის გაკეთებაა საჭირო, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „იუვენტუსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო:

„სტვენა ნორმალურია, როცა ვერ იმარჯვებ. ასეთი მატჩის შემდეგ, მეც, როგორც გულშემატკივარი ასე მოვიქცეოდი, რადგან არ არის სასიამოვნო სტადიონზე მოსვლა და ასეთი თამაშის ყურება. ფანების მშვენივრად მესმის, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო.

მეტი უნდა გავრისკოთ. მგონია, რომ გუნდს უსაფრთხოდ თამაში უნდოდა, მაგრამ თუ გოლების გატანა გინდა, რაღაც მეტი უნდა გააკეთო. იდეალური ფეხბურთელები გვყავს ერთი-ერთზე სათამაშოდ, ბოლო პასის შესაქმნელად, როგორც წესი, ბევრი მომენტი გვაქვს, მაგრამ დღეს ასე არ ყოფილა.

ძალიან ტაქტიკური თამაში იყო, ორივე გუნდს დიდი პატივისცემა ჰქონდა ერთმანეთის მიმართ და არაფერს რისკავდა. ვიცით, რომ „იუვე“ ძალიან კარგად იცავს თავს და არ არის ადვილი საგოლე მომენტების შექმნა ასეთ გუნდთან. არ დაგვავიწყდეს, რომ „იუემ“ „ინტერს“ 4 გოლი გაუტანა, მაგრამ მეტის გაკეთება შეგვეძლო.

ვიცი, რომ ბევრისთვის ამის დაჯერება რთულია, მაგრამ მე სკუდეტოს მოგების ჯერ კიდევ მჯერა, ბევრი მატჩია დარჩენილი“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ მხოლოდ 19 ქულა აქვს მოპოვებული და სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა.

0.112742