კალათბურთი

12:02 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

NBA: “სპურსმა" ზედიზედ მესამედ მოიგო, მამუკელაშვილმა კარგად ითამაშა

NBA-ს მორიგ ტურში ზედიზედ მესამედ მოიგო სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსმაც". ქართველი კალათბურთელის გუნდი "გოლდენ სტეიტ ვორიორზს" შეხვდა და 10-ქულიანი სხვაობით, 104-94 გაიმარჯვა.
თამაში დაძაბული გამოდგა და მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გაირკვა. არადა სტივ კერის გუნდის უპირატესობა სამ პერიოდში დიდი იყო. გოლდენ სტეიტის კალათბურთელები 17-ქულიანი სხვაობითაც იგებდნენ. ბოლო მეოთხედს კი 10-ქულიანი უპირატეობით შეხვდნენ, თუმცა "სან ანტონიომ" ქამბექი დადო და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი მამუკელაშვილმაც შეიტანა. სანდრო ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, პარკეტზე 16:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6-დან 2 სროლა გამოიყენა. მან 5-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
სანდროს +-მაჩვენებელი +14 ჰქონდა და 1 პერსონალუი ფოლი მიიღო.
ყველაზე მეტი ქულა ვემბანიამამ ჩააგდო, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო.
"სან ანტონიოს" 17 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთაგან 9 მოიგო და 8 წააგო. "სპურსი" სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, შემდეგ თამაშს კი 27 ნოემბერს, "იუტა ჯაზთან" გამართავს.

0.108949