„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბი პრემიერლიგიდან რომ გააგდონ, ის „სიტის“ არ დატოვებს.
მოგეხსენებათ, „სიტის“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და კლუბს სპორტული სასჯელიც ელოდება, რაც შეიძლება ერთი ან რამდენიმე ლიგით დაქვეითებაში გამოიხატოს:
„მირჩევნია ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მომეწონა. მჯერა ჩემი კლუბის, ადამიანების, რომლებიც აქ მუშაობენ, მჯერა, რასაც მეუბნებიან და მათი მოქმედებების მიზეზების. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ველოდებით განაჩენს, რომელიც თებერვალ-მარტში იქნება.
წავიკითხე, რომ პრემიერლიგის კლუბების 75%-ს სურს, რომ „სიტი“ დააქვეითონ, ვიცი, რაც ხდება კულისებში. ეს არ მაინტერესებს, მე გუნდზე ვფიქრობ, ამ საკითხზე კი, იურისტები მუშაობენ, მე არ ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს.
6 თვის და 1 წლისაც ვთქვი: თუ კლუბს დააქვეითებენ, მე აქ ვიქნები, თუ უფრო დაბალ დივიზიონში გაგვაგდებენ, აქ ვიქნები, სანამ პრემიერლიგაში არ დავბრუნდებით. გამარჯვება გეხმარება ცხოვრებაში უკეთესი გახდე“, - თქვა გავრდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ 2027 წლამდე გაახანგრძლივა.