სხვა

10:24 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავას და მეტელკინას წყვილის ოქროს მედალი ვარშავის ჩელენჯერზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი ოქროს მედალს დაეუფლა.

სპორტულ წყვილებში მონაწილე 14 ქვეყნის 15 წყვილს შორის გამოდიოდა ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

ჩვენი მოციგურავეებისათვის ეს სტარტი იაპონიის გრან პრის ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იყო გრან პრის ფინალში ასპარეზობის წინ.

ქართულმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა პოლონეთში და ორი პროგრამის ჯამში 202.03 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საფრანგეთში გრან პრის ეტაპების ფინალურ ასპარეზობამდე რამდენიმე დღით ადრე, მნიშვნელოვანი შედეგია ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციის, მეტი მზაობისა და დამაჯერებლობისათვის.

0.119583