ფეხბურთი

2:07 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-16 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „პლიმუთს“ ესტუმრა, რომელსაც უეინ რუნი ავარჯიშებს.

დაძაბული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. „უოტფორდი“ ვაკუნ ბაიოს და რაიან პორტეუსის გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ საქმე გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა, რადგან რუნის გუნდმა ორჯერვე გაათანაბრა.

ტომ ქლევერლის გუნდმა მეორე გოლი მსაჯის მიერ ბოლო კომპენსირებულ წუთზე, შეიძლება ითქვას, ბოლო წამზე გაუშვა, რადგან გოლის შემდეგ თამაში დასრულდა - 2:2.

გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 74 წუთი გაატარა, აქტიური იყო, მეორე ნახევარში ეფექტურ გოლთანაც ახლოს გახლდათ, მაგრამ მეკარემ მისი შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია. ქართველ ნახევარმცველს ინგლისური კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი, საგოლე პასი გააკეთა.

„უოტფორდი“ 26 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, „ბრისტოლ სიტის“ უმასპინძლებს.

0.118715