კალათბურთი

1:01 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპანულისი: "ბერძენი კალათბურთელებისთვის შენგელია მაგალითი უნდა იყოს"

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა ვასილის სპანულისმა დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ (82:83) თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ საბერძნეთმა ბრიტანელებთან შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა, რადგან გუნდის ლიდერები ევროლიგაში თამაშობენ, თუმცა, სპანულისმა შენგელიას მაგალითი მოიყვანა.

მოგეხსენებათ, თორნიკემ 22 საათის ინტერვალით, ჯერ ევროლიგაში ითამაშა და „ვირტუსს“ 23 ქულით დაეხმარა, შემდეგ საქართველოს ნაკრებს 24 ქულით ულიდერა ფინეთთან გამარჯვებაში:

„სულ რაღაც გუშინ შენგელიამ ევროლიგაში ითამაშა, დღეს კი, საქართველოს ნაკრებში. როგორ შეიძლება ევრობასკეტზე გასვლა, თუ ჩვენი საუკეთესო კალათბურთელები ეროვნული ნაკრებში არ გვყავს და ახლა ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არიან? ძალიან დაღლილები ან ტრავმირებულები თუ არ არიან, ნაკრებშიც უნდა ჩამოვიდნენ, გვინდა, რომ ისინი ნაკრებში დაგვეხმარონ, ადვილად არაფერი მოდის. ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ“, - თქვა სპანულისმა.

აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო სამყაროში თორნიკე შენგელიაზე ბევრი საუბრობს და დამსახურებულადაც - მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ნაკრები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს, თბილისში, ისევ ფინეთთან გამართავს.

0.115532