კალათბურთი

19:45 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია:" თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ლიდერის თვისებები"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა და კაპიტანი, ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების ფინეთთან მოგებულ შეხვედრას (90:83) სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, ფინეთის წინააღმდეგ. მჯერა, რომ ბრძოლისუნარიანობა და თავდადება, რომელიც ამ მატჩში ვნახეთ, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. განსაკუთრებით უნდა გამოვყო თორნიკე შენგელიას თამაში, რომელმაც ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა. ევროლიგაზე თამაშის შემდეგ, არასრულ 24 საათში, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებშიც უმაღლეს დონეზე ითამაშა და ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ და ჩვენი ნაკრებისთვის, თორნიკეც სწორედ ასეთი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ასეთი მომენტები კალათბურთის ნაკრების სხვა წევრების გარდა, მომავალი თაობისთვისაც ინსპირაციული და მაგალითის მიმცემი იქნება.წარმატებები ეროვნულ ნაკრებს!"- წერს სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს თბილისსში ისევ ფინეთის ნაკრებთან გამართავს.

0.112408