კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე „სელტა ვიგოს“ დაუხვდება, სადაც გუნდს ლამინ იამალი ვერ დაეხმარება.ამის შესახებ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ,ჰანსე ფლიკმა ჟურნალისტებს მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განუცხადა.
„იამალის ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებთ, ჩვენ დაველოდებით, როცა ის თავს 100%-ით მზად იგრძნობს“.-განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა, როგორც სანაკრებო მატჩები, ისე „რეალ სოსიედადთან“ გამართული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. იამალს მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაა.