ფეხბურთი

17:09 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოლოვატი: "კვარაცხელიამ კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, დღეს ფეხბურთელები აგენტების ზეგავლენის ქვეშ ზედმეტად ექცევიან.

„კვარამ ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. დღეს, ფეხბურთელები აგენტების გავლენის ქვეშ ზედმეტად არიან, რომლებიც ორმაგ და სამმაგ ხელფასზე ფიქრობენ, ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს. ეს არის სიტუაცია, რომელიც შეიძლება სეზონის ბოლომდე გაჭიანურდეს“, - თქვა კოლოვატიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დღემდე 102-ჯერ ითამაშა, 30 გოლი გაიტანა, 23 საგოლე პასი გააკეთა და იტალიის ჩემპიონი გახდა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.120035