ნიონში, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის სტადიის წილისყრა გაიმართა და ყველა დივიზიონში გაირკვა ყველა წყვილი.
A დივიზიონში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან გაგრძელდება თასისთვის, რომლისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს. მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
A დივიზიონის პლეი-ოფი (თასისთვის ბრძოლა)
მეოთხედფინალი
ნიდერლანდები - ესპანეთი
ხორვატია - საფრანგეთი
დანია - პორტუგალია
იტალია - გერმანია
ნახევარფინალში იტალია-გერმანიას შორის მოგებული დანია-პორტუგალიას შორის საუკეთესოს შეხვდება, შესაბამისად, მეორე ნახევარფინალურ წყვილს ნიდერლანდები-ესპანეთისა და ხორვატია-საფრანგეთის გამარჯვებულები დააკომპლექტებენ.
დანარჩენ დივიზიონებში დასარჩენი და აღსაზევებელი ორმატჩიანი დუელები შედგება, სადაც წილისყრის შედეგები ასეთია:
A-B დივიზიონის პლეი-ოფი
თურქეთი - უნგრეთი
უკრაინა - ბელგია
ავსტრია - სერბეთი
საბერძნეთი - შოტლანდია
B-C დივიზიონის პლეი-ოფი
კოსოვო - ისლანდია
ბულგარეთი - ირლანდია
სომხეთი - საქართველო
სლოვაკეთი - სლოვენია
C-D დივიზიონის პლეი-ოფი
გიბრალტარი - ლატვია
მალტა - ლუქსემბურგი
ერთა ლიგის ორმატჩიანი პლეი-ოფები 20 და 23 მარტს გაიმართება, გამონაკლისი მხოლოდ C-D დივიზიონის ორი მატჩია, რომლებიც 26-31 მარტს ჩატარდება. მთავარი დივიზიონის ნახევარფინალები 4-5 ივნისსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალი 8 ივნისს.