ფეხბურთი

10:56 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლო მონაკო: "კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელის პოვნა შეიძლება, ლობოტკას შეცვლა - ძნელია"

“პალერმოს” და “კატანიას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, თუ კვარა უარს იტყვის კლუბის შეთავაზებაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სხვა შეთავაზებებიც აქვს:

“კვარაცხელიას და “ნაპოლის” შორის მოლაპარაკებების მომენტში ვართ. არის შეთავაზება კლუბისგან და მოთხოვნა ფეხბურთელისგან და ფეხბურთელის პოზიცია თუ არ შეიცვლება, კლუბი მას სატრანსფერო ბაზარზე დააყენებს. დე ლაურენტისი ძალიან კარგად იქცევა, რომ არ ცვლის შეთავაზებას. ის სთავაზობს წელიწადში 5.5 მილიონ ევროს. ფეხბურთელმაც იცის, რომ ეს კარგი შეთავაზებაა თუ უარს იტყვის, იმიტომ, რომ ირგვლივ იხედება და სხვა შეთავაზებებს უყურებს. კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელის პოვნა შეიძლება, მაგრამ ლობოტკას მსგავსი ფეხბურთელის პოვნა ძნელია”, - თქვა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია სეზონში 1.5 მილიონი ევროს ხელფასით.

0.119272