კალათბურთი

2:14 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე: "არ დავნებდით და არ დავუშვით, რომ ამ თამაშის წაგება შეიძლებოდა"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა ფინეთთან მატჩის (90:83) კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კომენტარი გააკეთეს და თამაში შეაფასეს:

დუდა სანაძე: „ველოდით ასეთ რთულ თამაშს, რადგან ჩვენი მეტოქე, ასე რომ ვთქვათ, პერიმეტრზე ცხოვრობს და ბევრ სამქულიანს ისვრის, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ისროდნენ. შემდეგ გადავეწყვეთ, შევცვალეთ გეგმა და შედეგმაც გამოიღო. რაც მთავარია, არ დავნებდით, არ დავუშვით, რომ წაგება შეიძლებოდა, გულით და სულით ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და მადლობა ბიჭებს“.

გიორგი შერმადინი: „ნამდვილად ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ ასეთი თამაში წავიდოდა, ძალიან კარგად ისვრიან სამიანებს და დღეს, მწვრთნელმაც რა მონახაზიც მოგვცა, შევასრულეთ. უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ მოვიგეთ და მთავარი ესაა. ვულოცავ გუნდს და ქართველ გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 24 ნოემბერს, თბილისში ვთამაშობთ და გულშემატკივრის გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სერბეთი ლიდერობს 3 მოგებით, დანიას, საქართველოს და ფინეთს თითო მოგება და 2-2 წაგება აქვთ, ფინეთი გასულია ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად, საქართველოს კონკურენტი დანიაა. კარგი ისაა, რომ ჯიკიჩის გუნდი ორივე კონკურენტს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ ფინეთთან 24 ნოემბერს გამართავს.

0.117188