ფეხბურთი

1:30 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სადავო 20 მილიონი: რატომ ვერ თანხმდებიან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე

იტალიური Sky Sport-ი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე შეუთანხმებლობა ხელფასს არ უკავშირდება.

გამოცემის ცნობით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მხარეები გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან. ახალ კონტრაქტში კვარას გარემოცვა მოითხოვს, რომ შევიდეს პუნქტი, რომლის თანახმად, კლუბს ფეხბურთელის გაყიდვის ვალდებულება 80 მილიონ ევროდ ექნება, „ნაპოლი“ ამაზე თანახმაა არაა და მინიმუმ 100 მილიონს ითხოვს, ასე რომ, სადავო 20 მილიონი ევროა.

„საკითხი ეხება არა იმდენად ხელფასს, რომლის მიხედვით კლუბი 6 მილიონს სთავაზობს, ფეხბურთელი 8 მილიონს ითხოვს, არამედ გამოსასყიდი პუნქტის ფასს: „ნაპოლის“ არ სურს 100 მილიონზე დაბლა ჩამოსვლა, ფეხბურთელის გარემოცვა მიიჩნევს, რომ 80 მილიონი ყველაზე შესაფერისი ფასია“, - იტყობინება იტალიური მედია.

ჯერჯერობით, შეთანხმებისგან მხარეები შორის არიან. „ნაპოლის“ შეთავაზება კონტრაქტის 2029 წლამდე განახლება და სეზონში 6 მილიონი ევროა, ამ პირობების შეცვლას კი, არ აპირებს. იტალიელები იმასაც წერენ, რომ თუ შეთანხმება არ შედგება, კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას ზაფხულში არ შეეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-სგან 110 მილიონ ევროზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დღემდე 102-ჯერ ითამაშა, 30 გოლი გაიტანა, 23 საგოლე პასი გააკეთა და იტალიის ჩემპიონი გახდა.

0.136635