ფეხბურთი

0:57 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პეპ გვარდიოლამ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელი „სიტიში“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი ძველი კონტრაქტი კი, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა.

„ეს ჩემი მეცხრე სეზონია ამ კლუბში, ერთად ბევრი და საოცარი დრო გავატარეთ. განსაკუთრებული გრძნობა მაქვს კლუბის მიმართ და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ორი სეზონი დავრჩები. მადლობა ყველას ნდობისთვის, კლუბს, ფეხბურთელებს და ფანებს. იმედი მაქვს, რომ ტიტულებს კიდევ მოვიგებთ, აქ მუშაობა ჩემთვის პრივილეგია და პატივია. ყველაფერი მაქვს, რასაც ძალიან ვაფასებ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს, კლუბს ექვსჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2023 წელს კი, ტრებლიც შეასრულა.

გვარდიოლა ლეს მაკდოველის შემდეგ არის მეორე მწვრთნელი, რომელმაც „სიტის“ ყველაზე მეტჯერ უხელმძღვანელა (490 მატჩი, საიდანაც 353 მოიგო). ესპანელი მანამდე მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ მუშაობდა.

0.114818