კალათბურთი

0:35 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ევროლიგაში მარკოიშვილის ხელმძღვანელობით პირველივე მატჩი მოიგო

„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მანუჩარ მარკოიშვილს წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

ევროლიგის მე-11 ტურში მონეგასკებმა შინ „ლიონ ვილერბანი“ დამაჯერებლად 103:92 დაამარცხეს. ეს იყო მარკოიშვილის პირველი თამაში მთავარი მწვრთნელის სტატუსით მას შემდეგ, რაც საშა ობრადოვიჩი შეცვალა, რომელიც დაითხოვეს და დროებით მანუჩარი დანიშნეს, რომელიც იქამდე სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

„მონაკო“ 7 მოგებით და 4 წაგებით ევროლიგაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 ნოემბერს, „პანათინაიკოსს“ სტუმრად შეხვდება.

0.115772