საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ფინეთთან გამარჯვების (90:83) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ეს დიდი გამარჯვებაა, რადგან ძლიერ მეტოქეს მოუგეს, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა.
“ძალიან მძიმე მატჩს ველოდებოდით და ასეც იყო. გავიმარჯვეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ფინეთმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, ფინეთმა ჩვენს ფარზე ბურთი 25-ჯერ მოხსნა, მიუხედავად ამისა, მეტოქემ ორქულიანების მხოლოდ 35% ჩააგდო. ზოგჯერ შეტევაში რიტმი გვაკლდა. ქართული კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებთან ვმუშაობ, შენგელია და შერმო მათ შორის არიან, დაუჯერებელია, როცა მისნაირი კალათბურთელები ეგოიზმის გარეშე თამაშობენ, იციან, გუნდისთვის საჭირო არ არის. ეს საქმეს მიმარტივებს.
ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ, ამერიკელი ლეგიონერიც ცოტა ხნის წინ დაგვემატა. შენგელიამ ბოლო 20 დღეში 8 მატჩი ჩაატარა, ეს ფაქტია. გულწრფელად გითხრათ, ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, ფინეთს დიდ პატივს ვცემ, ვეტერანები ბოლომდე იხარჯებიან და ეს მაგალითი უნდა იყოს”, - თქვა ჯიკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სერბეთი ლიდერობს 3 მოგებით, დანიას, საქართველოს და ფინეთს თითო მოგება და 2-2 წაგება აქვთ, ფინეთი გასულია ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად, საქართველოს კონკურენტი დანიაა. კარგი ისაა, რომ ჯიკიჩის გუნდი ორივე კონკურენტს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ ფინეთთან 24 ნოემბერს გამართავს.