სტამბოლის „ფენერჰაბჩეში“ ჟოზე მოურინიოს კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება სურს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
თუმცა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პორტუგალიელის მაღალი ხელფასია. საუდის არაბეთში რონალდუ გაცილებით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე „ფენერჰაბჩეს“ შეუძლია გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემა თურქულ კლუბსაც არ აქვს.
„ფენერს“ „ალ-ნასრიდან“ რონალდუს გარდა, ბრაზილიელი შემტევის, ანდერსონ ტალისკას შეძენაც უნდა.
სტამბოლელების მიზანი იანვარში შემადგენლობა გააძლიერონ, რათა „გალათასარაისთან“ კონკურენციის გაწევა მოახერხონ.
რონალდუ და მოურინიო ერთად მადრიდის "რეალში" 2010-2013 წლებში მუშაობდნენ.