„უოტფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ დაქსბერიმ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
მას ჰკითხეს, რას გადაწყვეტს კლუბი, თუ ზამთარში ჩაკვეტაძეზე, კვადვო ბაასა და მეტ პალოკზე კლუბი შეთავაზებებს მიიღებს, იქიდან გამომდინარე, რომ „უოტფორდმა“ მათ კონტრაქტები ცოტა ხნის წინ გაუხანგრძლივა.
„იდეა ისაა, რომ ეს ფეხბურთელები იანვარში არ გავყიდოთ. ვერ წარმოვიდგენ რაიმე სცენარს, რომელშიც ეს რეალობა იქნება. კარგი სეზონი გვაქვს, ამიტომ, გაყიდვას აზრი არ აქვს.
თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ან „მანჩესტერ სიტი“ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს შემოგვთავაზებს ერთ-ერთ მათგანში, მაშინ, ალბათ ტომ ქლევერლისთან ვისაუბრებთ. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, მდგრადი კლუბი და გაყიდვა არ გვჭირდება“, - აღნიშნა დაქსბერიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს გაფორმებული, რომელიც ორი თვის წინ გაახანგრძლივა.