“ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ “რასინგ ფეროლთან” მატჩის წინ გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გიორგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ უახლოეს მატჩში 90 წუთისთვის სათამაშოდ მზად არის თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია.
„ქოჩო გუშინ ჩამოვიდა, ზედიზედ ორჯერ 90 წუთი ითამაშა, შემდეგ იმგზავრა, ხანგრძლივი მოგზაურობა მოუწია. გუშინ საღამოს დაღლილი ჩამოვიდა, დღეს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა, ვნახოთ როგორ იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან მისი თვისებები ჩვენს გუნდს ძალიან კარგად ერგება, გუნდში მნიშვნელოვანი როლი აქვს. დაველოდებით, ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება და ითამაშებს თუ არა თავიდანვე, გააჩნია, თვითონაც როგორ იგრძნობს თავს“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ „ლევანტე“ „რასინგ ფეროლს“ 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაუპირისპირდება.
ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობის გამო „ლევანტეს“ ორი მატჩი გადაიდო, რის გამოც სანაკრებო პაუზაზე მოუწია ორი თამაშის ჩატარება, რომლებშიც ქოჩორაშვილს მონაწილეობა, ცხადია, არ მიუღია, რადგან ეროვნულ ნაკრებში იყო.