ფეხბურთი

17:30 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი აგენტი: "გოგლიჩიძეს "ემპოლიში" განვითარება კიდევ შეუძლია"

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა სტეფანო ანჩილოტიმ საბა გოგლიჩიძის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველი მცველი სეზონის სასიამოვნო აღმოჩენაა.

„ახალგაზრდა ქართველი მცველი, მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი სასიამოვნო აღმოჩენაა. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შეუძლია „ემპოლიში“ განვითარება და ზრდა, ხოლო ფაცინი და ისმაილი უკვე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან „ემპოლიში“ სატრანსფერო ბაზარზე. ფაცინით „მილანი“ ინტერესდება, ხოლო ისმაილით „ნაპოლი“, - თქვა ანჩილიტომ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა. მას „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

0.111958