ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ ესპანელი ფეხბურთელების „ოქროს ბურთების“ რაოდენობაზე ისაუბრა.
„ესპანეთს ჰქონდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პერიოდი (ესპანეთის ნაკრებმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ორი ევროპის ჩემპიონატი 2008-2012 წლებში), გვყავდა რამდენიმე უძლიერესი ფეხბურთელი, ამიტომ უცნაური იყო, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი „ოქროს ბურთი“ გვქონდა. მაგრამ ეს გახლდათ ორი მარსიანელის - მესისა და რონალდუს ეპოქა", - ციტირებს როდრის სიტყვებს Diario AS.
შეგახსენებთ, რომ როდრიმ „ოქროს ბურთი“ გასული სეზონის ბოლოს მიიღო. ამ სეზონში ნახევარმცველმა სამი მატჩი ჩაატარა და შემდეგ მუხლის ჯვარედინი ლიგატების ტრავმა მიიღო.