ფეხბურთი

12:19 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსმა თავისი კამერუნული ფესვები აღმოაჩინა

მადრიდის „რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა დნმ-ის ტესტი ჩააბარა, რომლის შედეგებმაც გაირკვა, რომ მისი წინაპრები კამერუნში ცხოვრობდნენ.

ბრაზილიელს ამის შესახებ ცნობა ოფიციალურად გადაეცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ურუგვაის ნაკრებთან მატჩის წინ (1:1) - წერს Ge.globo.

ვინისიუსი მადრიდის „რეალში" 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთი“ მას ეკუთვნოდა და არა როდრის.

თეგებივინისიუსი
0.135003