„ლივერპული“ არ არის დაინტერესებული საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ორელიენ ჩუამენის შეძენით. ამის შესახებ იუწყება Anfield, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის ჯეიმს პირსის სიტყვებზე დაყრდნობით.
„მადრიდის „რეალში" ჩუამენზე ბევრს საუბრობენ, არა? ამბობენ, რომ მისი გაყიდვა სურთ. „ლივერპულის“ შესახებ ინფორმაცია გაჩნდა იმის გამო, რომ „წითლები“ მისით ორიოდე წლის წინათ დაინტერესდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთელმა „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. ვნახოთ, რა მოხდება იანვარში“, - ციტირებს პირსის სიტყვებს წყარო.
ჩუამენი „ბორდოს“ აღზდილია. ფრანგი მადრიდის „რეალში" 2022 წლიდან თამაშობს, ის „ლოს ბლანკოსს" „მონაკოდან“ შეუერთდა.