ფეხბურთი

10:26 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ლევერკუზენის „ბაიერის“ ლიდერ ვირცში 120 მილიონის გადახდას აპირებს

ლევერკუზენის „ბაიერის“ 21 წლის შემტევ ნახევარმცველ ფლორიან ვირცს ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს. სატრანსფერო თანხა 120 მილიონი ევროა - გვამცნობს ონლაინ პორტალი Caught Offside.

გერმანელ ნახევარმცველს ბელგიელი კევინ დე ბრუინის ადგილზე მოიაზრებენ, რომელსაც „ქალაქელებთან“ კონტრაქტი ეწურება. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში გადასვლას ამჯობინებს, რადგან ვერ ხედავს მადრიდის „რეალისა" და „ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობას, რომლებიც მანამდე მისით დაინტერესდნენ.

მიმდინარე სეზონში ვირცმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118535