ფეხბურთი

23:20 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ფეხბურთელი: "ჯარიმაზე ნავარჯიშები არ მქონდა, საკმარისი იყო უბრალოდ კარში დამერტყა"

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ადამ ჰლოჟეკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ლევერკუზენის” შემტევმა საქართველოსთან გოლიც გაიტანა, როცა საჯარიმო დარტყმით დალაშქრა გიორგი მამარდაშვილის კარი:

„ეს არ იყო ნავარჯიშები, მაგრამ დარტყმამდე ვისაუბრეთ და საკმარისი იყო ბურთი უბრალოდ კარში დამერტყა. მიხარია, რომ გოლი გავიდა. ნაკრებში დიდი ხნის შემდეგ გავიტანე, იმედია, მწვრთნელს ნდობა გავუმართლე. მეორე ტაიმში გავუშვით და ბოლოს ვინერვიულეთ, მაგრამ როგორც გამოცდილმა გუნდმა ანგარიში შევინარჩუნეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდურად ვითამაშეთ“, - თქვა ჰლოჟეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 2024 წლის ივნისამდე არასდროს შეხვედრია, მაგრამ ბოლო 5 თვეში ამ გუნდთან სამჯერ თამაში მოუწია: პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, შემდეგ საქართველომ 4:1 გაიმარჯვა, ხოლო ამჯერად ჩეხებმა მოიგეს - 2:1.

0.128093