„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა.
ქართული გუნდი სტუმრად „იადრანს“ შეხვდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 5:12.
„დინამომ“ მხოლოდ მესამე პერიოდში აჯობა მეტოქეს (3:2), თუმცა, იქამდე უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი, რადგან მასპინძლები პირველი ტაიმის მერე 7:1-ს იგებდნენ.
„დინამოს“ შემადგენლობაში ორი გოლი ბესო ახვლედიანმა გაიტანა, თითოჯერ თავი ხვიჩა ჯახაიამ, ბელკო ტანკოსიჩმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს.
„დინამო თბილისი“ ხუთი ტურის შემდეგ უქულოდ ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 დეკემბერს, „რადნიჩკის“ უმასპინძლებს.