ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ტომაშ ჰოლეშმა საქართველოსთან მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, საქართველოს დამარცხება ძალიან სურდა, რადგან წინა ორ შემთხვევაში ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.
„ემოციური თამაში იყო, რადგან სასწორზე ბევრი რამ იდო. ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოვუგეთ, შემდეგ 1:4 წავაგეთ და ამიტომ, ახლა, უბრალოდ მათი დამარცხება მინდოდა. სწრაფმა გოლმა სიმშვიდე მოგვიტანა და ჩვენი მეტოქისთვის დიდი დარტყმა იყო, ვიცით, რომ საქართველო ძირითადად კონტრშეტევის გუნდია, შესაბამისად, სწრაფმა გოლმა ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა. წინა მატჩებიდან ვისწავლეთ. სამწუხაროა, რომ გოლი გავუშვით, მას შემდეგ თავის დაცვა მოგვიწია, მეორე ტაიმში ბრძოლა იყო, მაგრამ მეკარემ გადაგვარჩინა და და საბოლოოდ მოვიგეთ.
დიდი უპირატესობაა, რომ პლეი-ოფის საგზური მოვიპოვეთ, ეს დამამშვიდებელია. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან არ გამოვა, პლეი-ოფში შანსი მაინც გვექნება“, - თქვა ჰოლეშმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 2024 წლის ივნისამდე არასდროს შეხვედრია, მაგრამ ბოლო 5 თვეში ამ გუნდთან სამჯერ თამაში მოუწია: პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, შემდეგ საქართველომ 4:1 გაიმარჯვა, ხოლო ამჯერად ჩეხებმა მოიგეს - 2:1.