ფეხბურთი

20:45 | 20.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

მესიმ დონოვანის შედეგი გაიმეორა

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ეროვნული ნაკრების მაისურით 58-ე საგოლე პასი მიითვალა და სანაკრებო ფეხბურთში რეკორდი გაიმეორა.

37 წლის ფეხბურთელმა „ალბისელესტეში“ 58 საგოლე პასი 191 შეხვედრაში მიითვალა და ლენდონ დონოვანის შედეგი გაიმეორა, რომელმაც აშშ-ს ნაკრებში 157 მატჩში მიითვალა 58 შედეგიანი პასი.

ეროვნულ ნაკრებებში ამაზე მეტი საგოლე პასი არც ერთი სხვა ფეხბურთელის ანგარიშზე არ არის.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:08 | 20.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

0.063663