ფეხბურთი

19:23 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ რუმინეთი-კოსოვოს მატჩზე გადაწყვეტილება მიიღო: საქართველოს ყველა სავარაუდო მეტოქე გაირკვა

უეფამ რუმინეთი-კოსოვოს მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრა 90-ე წუთზე შეწყდა, როცა ანგარიში 0:0 იყო.

კოსოვოელმა ფეხბურთელებმა თამაში შეწყვიტეს და გასახდელში შევიდნენ ტრიბუნებიდან ქსენოფობიური შეძახილების გამო.

შედეგად, უეფამ კოსოვოს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა (0:3), გარდა ამისა, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 6 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.

რუმინელებს დაეკისრათ 118 000 ევროს ოდენობის ჯარიმა, გარდა ამისა, ერთ საშინაო მატჩს რუმინეთი უმაყურებლოდ ჩაატარებს.

ამ შეხვედრის შედეგი საქართველოსთვისაც იყო მნიშვნელოვანი და აი, რატომ: ახლა უკვე, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ პლეი-ოფში ვილი სანიოლის გუნდის ერთ-ერთი პოტენციური მეტოქე კოსოვო იქნება.

B დივიზიონში დასარჩენად საქართველოს ბრძოლა მოუწევს C დივიზიონის მეორეადგილოსანთან, ამ ოთხი ნაკრებიდან ერთ-ერთთან: კოსოვო, სლოვაკეთი, ბულგარეთი ან სომხეთი.

წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეც გაირკვევა. პირველი მატჩი 20 მარტს სტუმრად შედგება, საპასუხო 23 მარტს - საქართველოში.

0.114092