ჩავი ერნანდესი შესაძლოა „ინტერ მაიამის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურ პრესაში ვრცელდება.
წყაროს ცნობით, მაიამის მესვეურები კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელ, ხერარდო მარტინოს MLS-ის მერვედფინალურ შეხვედრაში „ატლანტა“ იუნაიტედთან მარცხს ვერ პატიობენ და მისი შეცვლა სურთ.
როგორც ესპანური პრესაში იწერება, ყველაზე აქტიურად „ინტერ მაიამის“ სახელს ჩავის უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ესპანელი სპეციალისტი უმუშევარია, ჩავი ბოლოს „ბარსელონას“ მწვრთნელი იყო.