პეპ გვარდიოლამ და „მანჩესტერ სიტიმ“ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ესპანელი სპეციალისტი კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩება.
აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს, მისი თქმით გვარდიოლასა და „მანჩესტერ სიტის“ შორის ახალი შეთანხმების საფუძველზე ესპანელი „ქალაქელებს“ 2026 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ „სიტის“ მესვეურებს მწვრთნელის შეცვლა სურდათ და „ქალაქელებს“ ყველაზე ხშირად ჩაბი ალონსოსა და რუბენ ამორიმს უკავშირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლის ზაფხულში ჩაუდგა სატავეში