ფეხბურთი

0:59 | 20.11.2024 | ნანახია 578 - ჯერ

ზედიზედ მეორედ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!
ლუკა ხარატიშვილმა ორი პენალტი მოიგერია!

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გავიდა, რომლის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს!

რამაზ სვანაძის გუნდმა ხორვატიის ბარიერის დაძლევა მოახერხა. მასპინძლებმა თამაში 3:2 მოიგეს, მაგრამ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ლუკა ხარატიშვილმა გაიბრწყინა, ორი პენალტი მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

ხორვატიის ნაკრებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლო. მე-11 წუთზე ლუკა გაგნიძემ სახიფათო ზონაში დაკარგა ბურთი, რაც დიონ ბელიოს გოლით დასრულდა, რომელმაც კარგი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა.

თუმცა, რამაზ სვანაძის გუნდმა მოახერხა მცირე შოკიდან გამოსვლა და თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, რამაც შედეგიც გამოიღო. 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიტანა, რომელმაც შეცდომა პირადად გამოისყიდა. ქართველმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან დიდებულად დაარტყა და ფანტასტიკური გოლი შეაგდო - 1:1. პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევრის სასტარტო ნაწილში საქართველო თავს კარგად იცავდა, თუმცა ერთმა უწყინარმა სიტუაციამ თამაში შეცვალა. საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა ოთარ მამაგეიშვილს და პენალტი დაინიშნა. დიონ ბელიომ თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა - 2:1.

სვანაძემ შეცვლებს მიმართა, მოედანზე ვასილიოს გორდეზიანი და გიზი მამაგეიშვილი გამოჩნდნენ. საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და მიზანსაც მიაღწია. ნოდარ ლომინაძემ მეტოქის ნახევარზე ჯარიმა მოიპოვა, რომელიც ირაკლი აზაროვმა ჩინებულად გაათამაშა, საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვებული ლომინაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა და წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, ხოლო ორი მატჩის ჯამში საქართველო წინ გაიყვანა. ეს 78-ე წუთზე მოხდა.

ევროპის ჩემპიონატთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ 91-ე წუთზე მარინ სოტიჩეკმა მაინც მოახერხა მესამე გოლის გატანა, მატჩში ხორვატია დააწინაურა, ორი შეხვედრის ჯამში კი, წონასწორობა აღადგინა. შესაბამისად, თამაში დამატებით დროში გადავიდა.

პირველ დამატებულ დროში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ვერ გაიტანეს. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა, რომელიც საქართველომ 7:6 მოიგო.

ჩვენი მხრიდან პირველივე პენალტი ირაკლი აზაროვმა გააცუდა, მაგრამ შემდეგ ლუკა ყველა ზუსტი იყო, ლუკა ხარატიშვილმა ჯერ მეხუთე, გადამწყვეტი პენალტი მოიგერია, მერე მეტოქის რიგით მერვე თერთმეტმეტრიანიც აიღო, რითაც თამაში დასრულდა...

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2023 წელსაც იასპარეზა, ოღონდ მასპინძლის რანგში, სადაც ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გარემოცვაში პირველი ადგილიც დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში.

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება.

ხორვატია (U21) - საქართველო (U21) 3:2 პენ: 6:7 (1:1)

რიეკა, HNK სთედიუმი

ხორვატია (4-3-3): კოლიჩი; ვალინჩიჩი, ვუშკოვიჩი, ბადელი, ჰრგოვიჩი; ზვონარეკი (სტოიკოვიჩი 46), სოლდო (ფრიგანი 85), ბელჩარი (ჰოჯა 46); ჩრნაჩი (ბიუკი 85), ბელიო (ვიდოვიჩი 96), ივანოვიჩი (სოტიჩეკი 85)

მწვრთნელი: ივიცა ოლიჩი

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; ხვადაგიანი, ლაცაბიძე, უგრეხელიძე, აზაროვი; გაგნიძე (გ. მამაგეიშვილი 70), ო. მამაგეიშვილი (მაისურაძე 87), ლომინაძე; ოდიშარია (გორდეზიანი 70, აბუაშვილი 120), კვერნაძე, მამაცაშვილი (სიგუა 57)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გოლები: 1:0 ბელიო (11), 1:1 გაგნიძე (28), 2:1 ბელიო (63, პენ), 2:2 ლომინაძე (78), 3:2 სოტიჩეკი (90)

პენალტების სერია: 0:0 აზაროვი (მეკარე), 1:0 ვიდოვიჩი, 1:1 კვერნაძე, 2:1 ფრიგანი, 2:2 აბუაშვილი, 3:2 სტოიკოვიჩი, 3:3 ლომინაძე, 4:3 ვუშკოვიჩი, 4:4 გ. მამაგეიშვილი, 4:4 ჰოჯა (მეკარე), 4:5 ლაცაბიძე, 5:5 ბიუკი, 5:6 უგრეხელიძე, 6:6 სოტიჩეკი, 6:7 ხვადაგიანი, 6:7 ბადელი (მეკარე)

გაფრთხილება: სტოიკოვიჩი (47), სოლდო (81) - ხვადაგიანი (21), მამაცაშვილი (27)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 30 (9) – 9 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სიმონე სოცა (იტალია)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:11 | 21.11.2024
ogafa (10143)

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს

02:28 | 20.11.2024
alfadhirhaiti (7518)

სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ნაკრებიდან ამ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ლაცაბიძეს და ლომინაძეს. 1-2 ფეხბურთელის გარდა ყველა კაია ან ძაან მაგარი.

01:40 | 20.11.2024
ბაგი-რეი (2256)

მამარდაშვილმა 30ჯერ მიიღო ბურთი და უნდა შეეტანა ბურთი ცენტრში. 29-ჯერ რო ვერ გაარღვევ პრესინგს, ერთხელ მაინც ხომ უნდა სცადო თავისუფალი დარტყმა. კვარაცხელიას დავაკუკე, რადგან სირივით გაბრაზდა ბიჭი. ვაჟკაცურად იჩხუბა. მთლიანად სამწვრთნელო შტაბს ვინმემ არ უთხრა, რომ წინ პასი გაეკეთებინათ?!

01:11 | 20.11.2024
გუსანი (746)

ეს ფეხბურთია, ძლიერი ყოველთვის ვერ იგებს, ამ შემთხვევაში ჩვენი შრომა და მონდომება დაგვიფასდა, არადა ხორვატები ერთი თავით გვჯობდნენ, ბურთი უნდა ითქვას არც გვქონდა... გილოცავთ, იმედია ბიჭები რეალურად შეაფასებენ გამარჯვებას, შესაძლებლობებს და კიდევ გაიზრდებიან..

0.123895